Thursday, April 28, 2011

მეცნიერება

ინსტიტუციონალიზებული, მრავალსაფეხურიანი, ლოგიკურად დაკავშირებული გამონათქვამების სისტემა, რომელიც ობიექტური მეთოდებით ცოდნის აკუმულირება-დაგროვებას ახდენს. თანამედროვე საზოგადოებაში ცოდნა ქმნის საკუთარ საზოგადოებრივ ქვესისტემას (ლუმანი). სამეცნიერო ინსტიტუტები მყარ სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სადაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევას. კვლევის შედეგები ჩვეულებრივ, ქვეყნდება, დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა და ინახება. მეცნიერულმა გამონათქვამმა საგანი (ობიექტი) ისე ზუსტად უნდა განსაზღვროს, რომ იგი სხვებისათვის ამოცნობადი იყოს (ინტერსუბიექტურობა), გარდა ამისა, მეცნიერული კვლევით მიღებული უნდა იქნეს ახალი მონაცემები(სიახლე), დებულებები პრაქტიკულად უნდა იქნეს დადასტურებული (პრაგმატულობა) და შესაძლებელი უნდა იყოს მათი მეთოდური გამეორებით გადამოწმება (დასაბუთებადობა). თეორისს მეცნიერული აღიარების კრიტერიუმებია: მეცნიერული თეორიის პროგნოზის უნარი, ემპირიული გაზომვადობა და მკაფიოობა, ცოდნის სისტემატიზაცია. სოციალურ მ–ებში ხშირად საკამათო და სადისკუსიოა მ–ის ღირებულებისაგან (შეფასებითი ხასიათის მსჯელობებისაგან) თავისუფლების საკითხი (ვებერი). თანამედროვე დასავლური მ–ის ძირები ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ.

No comments:

Post a Comment