Thursday, April 28, 2011
ანტიკური ხელოვნება
"ძველებური, ძველი"
ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავი ქმნილებები ითვლებოდა სანიმუშო, კლასიკურ ქმნილებებად ევროპული კულტურისათვის. ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანის - მოქალაქის, ღირსეული მებრძოლისა და ერთგული პატრიოტის სახე, რომელშიც ათლეტური სხეულის მშვენიერება შერწყმულია მისსავე ზნეობრივ სიწმინდესა და სულიერ სიმდიდრესთან და რამაც, უპირველეს ყოვლისა, ხორცშესხმა პოვა ქანდაკებაში, ფერწერაში, გამოყენებით ხელოვნებაში. ბერძნული არქიტექტურის მწვერვალია პართენონი (V ს. ძვ.წ.-ით) - ქალღმერთ ათენას ტაძარი, რომელიც ქალაქის ამაღლებულ ნაწილში - აკროპოლისზეა აღმართული. ამავე პერიოდში შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები, რომლებშიც გამოკვეთილია პროპორციები, მოძრაობა, სახეებში - შთაგონება. თავისი დროის უდიდესი მოქანდაკეები იყვნენ მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი, ძვ.წ..IV ს-ში კი - სკოპასი, პრაქსიტელე, ლისიპე. ძველი რომის ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა უძველესი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შესანიშნავად დაგეგმილი ქალაქების ანსამბლები, უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, რომის იმპერიის ღმერთთა ტაძარი - პანთეონი. აღსანიშნავია რომაული სკულპტურული პორტრეტის ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა სახეების ზუსტი დახასიათებითა და ცხოვრებისეული სიმართლით; ფრესკული ფერწერისა და მოზაიკის ნიმუშები კი, რომლებიც აღმოაჩინეს პომპეის გათხრებისას, ეპოქის თავისებური ბიოგრაფიაა, ასახული განუმეორებელ მხატვრულ სახეებში. ცნება «ანტიკური თეატრი» გულისხმობს, ძირითადად, ძველბერძნულსა და ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ხელოვნებას, აიგო თეატრალური ნაგებობები, შეიქმნა სპექტაკლების დეკორაციული გაფორმების პირველი ნიმუშები. დიონისეს თეატრი 17 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთი უდიდესი, მეგაპოლისის თეატრი კი - 44 000. ანტიკური ლიტერატურის ჟანრთა სათავეში იდგა გმირული პოემა (ჰომეროსის «ილიადა» და «ოდისეა»), რომლის შემდეგაც განსაკუთრებით პატივსაცემ ჟანრად ითვლებოდა ტრაგედია. მასში აისახებოდა ეპიზოდები ბერძნული მითებიდან. ბერძნული ტრაგედიის კლასიკოსები იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომში - სენეკა. კომედიის ჟანრის ოსტატად ითვლებოდა არისტოფანე. ანტიკურ ლირიკაში გაბატონებული ჟანრი იყო «ოდა», რაც ნიშნავდა უბრალოდ სიმღერას, ანუ ლექსს სიმღერისათვის. დეკლამირებისათვის განკუთვნილ ლექსს უწოდებდნენ "ელეგიას".

- The Science News-Letter, Vol. 28, No. 758 (Oct. 19, 1935), p. 247
- 2.Area, Vol. 35, No. 3 (Sep., 2003), pp. 251-263
- 3.Journal of Archaeological Method and Theory, Vol. 13, No. 4, Advances in the Study of Pleistocene Imagery and Symbol Use [Part I] (Dec., 2006), pp. 305-341
- 4.Journal of Anthropological Research, Vol. 62, No. 4 (Winter, 2006), pp. 491-512
- 5.Philosophical Transactions: Biological Sciences, Vol. 358, No. 1435, The Abstraction Paths: From Experience to Concept (Jul. 29, 2003), pp. 1241-1249
- 6.Nuno Bicho, Antonio F. Carvalho, Cesar González-Sainz, Jose Luis Sanchidrián, Valentín Villaverde, Lawrence G. StrausJournal of Archaeological Method and Theory, Vol. 14, No. 1, Advances in the Study of Pleistocene Imagery and Symbol Use, Part II (Mar., 2007), pp. 81-151
- 7.Philosophical Transactions: Biological Sciences, Vol. 358, No. 1435, The Abstraction Paths: From Experience to Concept (Jul. 29, 2003), pp. 1285-1291
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს.
სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.
მეცნიერება არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი)
მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა მე–16-17 საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წელში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

Subscribe to:
Posts (Atom)