Thursday, April 28, 2011

მეცნიერება

ინსტიტუციონალიზებული, მრავალსაფეხურიანი, ლოგიკურად დაკავშირებული გამონათქვამების სისტემა, რომელიც ობიექტური მეთოდებით ცოდნის აკუმულირება-დაგროვებას ახდენს. თანამედროვე საზოგადოებაში ცოდნა ქმნის საკუთარ საზოგადოებრივ ქვესისტემას (ლუმანი). სამეცნიერო ინსტიტუტები მყარ სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სადაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევას. კვლევის შედეგები ჩვეულებრივ, ქვეყნდება, დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა და ინახება. მეცნიერულმა გამონათქვამმა საგანი (ობიექტი) ისე ზუსტად უნდა განსაზღვროს, რომ იგი სხვებისათვის ამოცნობადი იყოს (ინტერსუბიექტურობა), გარდა ამისა, მეცნიერული კვლევით მიღებული უნდა იქნეს ახალი მონაცემები(სიახლე), დებულებები პრაქტიკულად უნდა იქნეს დადასტურებული (პრაგმატულობა) და შესაძლებელი უნდა იყოს მათი მეთოდური გამეორებით გადამოწმება (დასაბუთებადობა). თეორისს მეცნიერული აღიარების კრიტერიუმებია: მეცნიერული თეორიის პროგნოზის უნარი, ემპირიული გაზომვადობა და მკაფიოობა, ცოდნის სისტემატიზაცია. სოციალურ მ–ებში ხშირად საკამათო და სადისკუსიოა მ–ის ღირებულებისაგან (შეფასებითი ხასიათის მსჯელობებისაგან) თავისუფლების საკითხი (ვებერი). თანამედროვე დასავლური მ–ის ძირები ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ.

ანტიკური ხელოვნება


"ძველებური, ძველი"
ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავი ქმნილებები ითვლებოდა სანიმუშო, კლასიკურ ქმნილებებად ევროპული კულტურისათვის. ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანის - მოქალაქის, ღირსეული მებრძოლისა და ერთგული პატრიოტის სახე, რომელშიც ათლეტური სხეულის მშვენიერება შერწყმულია მისსავე ზნეობრივ სიწმინდესა და სულიერ სიმდიდრესთან და რამაც, უპირველეს ყოვლისა, ხორცშესხმა პოვა ქანდაკებაში, ფერწერაში, გამოყენებით ხელოვნებაში. ბერძნული არქიტექტურის მწვერვალია პართენონი (V ს. ძვ.წ.-ით) - ქალღმერთ ათენას ტაძარი, რომელიც ქალაქის ამაღლებულ ნაწილში - აკროპოლისზეა აღმართული. ამავე პერიოდში შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები, რომლებშიც გამოკვეთილია პროპორციები, მოძრაობა, სახეებში - შთაგონება. თავისი დროის უდიდესი მოქანდაკეები იყვნენ მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი, ძვ.წ..IV ს-ში კი - სკოპასი, პრაქსიტელე, ლისიპე. ძველი რომის ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა უძველესი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შესანიშნავად დაგეგმილი ქალაქების ანსამბლები, უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, რომის იმპერიის ღმერთთა ტაძარი - პანთეონი. აღსანიშნავია რომაული სკულპტურული პორტრეტის ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა სახეების ზუსტი დახასიათებითა და ცხოვრებისეული სიმართლით; ფრესკული ფერწერისა და მოზაიკის ნიმუშები კი, რომლებიც აღმოაჩინეს პომპეის გათხრებისას, ეპოქის თავისებური ბიოგრაფიაა, ასახული განუმეორებელ მხატვრულ სახეებში. ცნება «ანტიკური თეატრი» გულისხმობს, ძირითადად, ძველბერძნულსა და ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ხელოვნებას, აიგო თეატრალური ნაგებობები, შეიქმნა სპექტაკლების დეკორაციული გაფორმების პირველი ნიმუშები. დიონისეს თეატრი 17 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთი უდიდესი, მეგაპოლისის თეატრი კი - 44 000. ანტიკური ლიტერატურის ჟანრთა სათავეში იდგა გმირული პოემა (ჰომეროსის «ილიადა» და «ოდისეა»), რომლის შემდეგაც განსაკუთრებით პატივსაცემ ჟანრად ითვლებოდა ტრაგედია. მასში აისახებოდა ეპიზოდები ბერძნული მითებიდან. ბერძნული ტრაგედიის კლასიკოსები იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომში - სენეკა. კომედიის ჟანრის ოსტატად ითვლებოდა არისტოფანე. ანტიკურ ლირიკაში გაბატონებული ჟანრი იყო «ოდა», რაც ნიშნავდა უბრალოდ სიმღერას, ანუ ლექსს სიმღერისათვის. დეკლამირებისათვის განკუთვნილ ლექსს უწოდებდნენ "ელეგიას".
ხელოვნება სასწავლო-თვალსაჩინო მასალა - მსოფლიო ხელოვნება : [რიდერი] 0 / 0
მაჭარაშვილი, ნანა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 78 გვ.
 GoogleBooks ძიებაში დათვალიერება
ხელოვნება და პიროვნების განვითარება : [რიდერი] 0 / 0
მაჭარაშვილი, ნანა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 24 გვ.
Google Books ძიებაში დათვალიერება
ხელოვნება და პიროვნების განვითარება : [რიდერი] 0 / 0
მაჭარაშვილი, ნანა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 34 გვ.
 Google Books ძიებაში დათვალიერება
ხელოვნება და პიროვნების განვითარება : [რიდერი] 0 / 0
მაჭარაშვილი, ნანა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 34 გვ.
Google Books ძიებაში დათვალიერება
ხელოვნება და პიროვნების განვითარება : [რიდერი] 0 / 0
მაჭარაშვილი, ნანა[შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 34 გვ.
Google Books ძიებაში დათვალიერება
ვიზუალური ნიშნები თანამედროვე კულტურაში : [რიდერი] 0 / 0
ხაბულიანი, ხათუნა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 140 გვ.
    Google Books ძიებაში დათვალიერება
მოდერნისტული ცნობიერება და ვიზუალური ხელოვნება : [რიდერი] 0 / 0
ხაბულიანი,ხათუნა [შემდგენელი]
| 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | print 130 გვ.
 Google Books ძიებაში დათვალიერება
ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი ; მოსწავლეთათვის 0 / 0
| 2004 მერიდიანი | print 80 გბ. ; ილ.

    ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს. 
     
        სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
     შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო,  ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.